logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ალიანსის წვერი ქვეყნები მზად არიან, საქართველოს გვერდით დადგნენ
- +

9 ივლისი. 2016. 10:57


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ალიანსის პარტნიორი და წევრი ქვეყნები საქართველოს უყურებენ, როგორც ყველაზე მნისვნელოვან პარტნიორს და მზად არიან, საქართველოს გვერდით დაუდგნენ.


„ალიანსის წვერი ქვეყნები მზად არიან, საქართველოს გვერდით დადგნენ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რათა საქართველო იყოს უფრო დაცული და საქართველომ გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა ალიანსისთვის რეგიონში და საქართველო რაც შეიძლება მალე იყოს მზად იმისთვის, რომ გახდეს NATO-ს სრულფასოვანი წევრი. ეს არის მაქსიმალური მონდომება და სურვილი ალიანსის მხრიდან, რათა იდგეს საქართველოს გვერდით და ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და განვითარებას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების განხილვისას, NATO-ს უსაფრთხოების კონცეფციაში შავი ზღვაც მოხვდა.


„შესაბამისად, საქართველო, როგორც შავიზღვისპირეთის ქვეყანა, იქნება მონაწილე ამ სტრატეგიული განხილვების და კონცეფციის, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ხაზი მინდა გავუსვა, ყველა წევრის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის და ისინი აფასებენ ყველა იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner