„საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ორსართულიანი, „შტადლერის" ფირმის მატარებლის გვირაბში არ გატევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარს აქვეყნებს.
"ახლა რომ ცხელა, გვირაბი გაფართოვდა, აბა ზამთრში ვნახოთ როგორ გაეტევა"...
საავტორო უფლებებს ვერ მივითვისებ მეგობრის კომენტარია"
„საქართველოს რკინიგზის" მიერ 9,950 მილიონ ევროდ შეძენილმა ორსართულიანმა მატარებელმა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი წარმატებით გაიარა. როგორც „საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია აცხადებს, ორსართულიანმა მატარებელმა სატესტო მგზავრობა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიარა და ბათუმში ჩავიდა.
დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, ახალი მატარებლებით მგზავრობა მაქსიმუმ ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი და ქართულ რეალობაში, ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად მოერგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს.