ავტორი ნინო ჯიბუტი
„რა უფლება აქვთ მაგათ ვინმეს წინააღმდეგ რაიმე აქცია მოაწყონ? - ნახევარ საქართველოზე მეტი და ყველაზე სტრატეგიული ობიექტები სააკაშვილმა რუსეთს მიყიდა. ვის უწყობენ ამ აქციას - თავის თავს?", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბრისას რეჟისორი ქეთი დოლიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 6 მარტს დაანონსებულ აქციას, სახელწოდებით "არა გაზპრომს".
პარტიის ორგანიზებით, აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან.
„ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათი პროტესტი „გაზპრომის" მიმართ მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.