„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ იმიტომ არიან ნაცები ბიძინა ივანიშვილის ყველა კეთილი საქმის მიმართ მტრულად განწყობილი, რომ ივანიშვილი მშენებლობასთან, ქველმოქმედებასთან და სახელმწიფოსთვის უანგაროდ გაწეულ დახმარებებთან არის დაკავშირებული.
„6 წელი გრძელდებოდა შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. ჭაობიან და გამოუსადეგარ ადგილზე 200 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, სადაც დასაქმებული იყო ასეულობით ადგილობრივი მცხოვრები. 9500 მაყურებელზე გათვლილი მსოფლიო დონის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადაეცა. ეს დარბაზი გამოაცოცხლებს გურიის რეგიონს და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის მის გარშემო.
იმიტომ არიან ნაცები და მისი სატელიტები ბიძინა ივანიშვილის ყველა კეთილი საქმის მიმართ მტრულად განწყობილი, რომ მათი სულიერად ავადმყოფი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ნაცხროვა ასოცირდება სისხლთან, წაგებულ ომებთან, ადამიანების მასობრივად დახოცვასთან და ადამიანთა წამებებთან. ბიძინა ივანიშვილი კი მშენებლობასთან, ქველმოქმედებასთან და სახელმწიფოსთვის უანგაროდ გაწეულ დახმარებებთან არის დაკავშირებული", - წერს მჟავანაძე.