logo_geo
eng_logo
ლელა რაზიკაშვილი: ველოდები 14 ივლისს, ვაჟას დღეს მედიაში და მედიას ჩარგალში!
- +

11 ივლისი. 2016. 16:12


ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:



„14 ივლისი, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე!

14 ივლისი, ვაჟას დღე მედიაში და მედიის დღე ვაჟას კარ-მიდამოში, ვაჟას სამყაროში ზოგადად!

არ არსებობს პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, მგონი კრიმინალურიც კი, საკითხი, თემა, პრობლემა, რომლის გაშუქების დროსაც ვაჟას ნააზრევი არ გამოგადგებათ!

ჟურნალისტებო, გადაათვალიერეთ, გადაიკითხეთ და გაიხსენეთ მისი პუბლიცისტიკა, პროზა, პოეზია. იპოვით უამრავ ფრაზას, ციტატას, მთელ აბზაცებს, რომელიც 14 ივლისის საინფორმაციო დღის ყველა გამოწვევას ყველაზე ზუსტად უპასუხებს!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნო და სახალისო იქნება მაყურებლისდა მკითხველისთვის ასე წოდებული ინფორმაცია!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პოზიტივი წამოვა ეკრანიდან, როცა იმ დილით, ამბების მოყოლას ვაჟას მაისურით დაიწყებთ!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გააქარწყლებს ეს პატარა ჟესტი, თუნდაც ცუდი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ უარყოფით ემოციებს!

მოდით, ვიმუშაოთ ერთი დღე ვაჟასთან, თქვენს ბრძენ კოლეგასთან ერთად და გავახაროთ და გავზარდოთ ჩვენი თავი და მაყურებელიც ჩვენთან ერთად!

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ჟურნალისტებს ველოდები ჩარგალში, ღონისძიებაზე მედია კითხულობს ვაჟას". ამ დღის პროგრამა უკვე გავავრცელე საინფორმაციო სააგენტოებით!

გარდა ამისა, გთავაზობთ რამდენიმე თემას სიუჟეტებისა და პუბლიკაციებისთვის:

ვაჟა და ჰუმანური მსოფლიო,

ვაჟას საქართველო და ევროპა, ღირებულებათა ერთიანი სივრცე,

ვაჟას პოსტულატები და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

ამ თემებზე მომზადებული მასალებიდან, ვაჟა-ფშაველას ფონდის პარტნიორი და მუზეუმის მეგობართა კლუბის წევრი კომპანიები:

ფარმაცევტული კომპანია PSP,

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი,

რაკია ჯორჯია,

ჯორჯიანმანგანეზი,

გამოავლენენ თავიანთ რჩეულს, ტელეკომპანიის ან ბეჭდური მედიის ჟურნალისტს და დააჯილდოვებენ სამახსოვრო პრიზებით!

ასე რომ, ვაჟას კარგად მცოდნე ჟურნალისტს ჯილდოც ელოდება!

მე კი, თქვენთან ერთად ველოდები 14 ივლისს, ვაჟას დღეს მედიაში და მედიას ჩარგალში!

შეხვედრამდე!" - წერს ლელა რაზიკაშვილი „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner