14-15 ივლისს საქართველოს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი ეწვევა.
ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ამასთან, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა".
კონფერენცია ბათუმში 14-15 ივლისს გაიმართება.