ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წამებით მოკლული როინ შავაძის ქვრივი ციცინო შავაძე დაზარალებულად ცნეს.
„წამებით მოკლული როინ შავაძის ქვრივი ციცინო შავაძე დაზარალებულად ცნეს, როინ შავაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, დღევანდელი რიცხვითაა დათარიღებული", - წერს ნინო მიქიაშვილი.