პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექთნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, ახლობლებს, ასევე სამედიცინო საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.
ამასთან, სამძიმართან ერთად, კობახიძემ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში დაუღალავი მსახურებისთვის გარდაცვლილი ექთნის მიმართ მადლიერება გამოხატა.
„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სამედიცინო საზოგადოებას. სამძიმართან ერთად, მინდა, გამოვხატო უდიდესი მადლიერება მეგის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალციხის კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.