პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიის პირველ ოცეულს ხვალ დაასახელებს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ ადამიანების ვინაობა, რომელთაც შემოიმატებს „ქართული ოცნება".
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ამჯერად იქნება საუბარი საარჩევნო სიის ოცეულზე, მთლიანად სიის ფორმირება კი იქნება ხანგრძლივი პროცესი და საბოლოო ვარიანტი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ხვალ, ორ საათზე იქნება ღონისძიება საგურამოში, ველოდებით იქ ყველას და გავიგებთ ყველაფერს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.