logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: 16 კანდიდატიდან 8 ქალბატონია და 8 მამაკაცი
- +

13 ივლისი. 2016. 10:43


გუშინ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ახალი გუნდის შემადგენლობაში ერთი წევრი კონსერვატიული პარტიიდან იქნება.


კვაჭანტირაძეს არ დაუკონკრეტებია კონსერვატიული პარტიის რომელ წევრზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის „ქართული ოცნების" სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.


„ქართული ოცნება" 16 კანდიდატს დღეს წარადგენს, რომელთაგან ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, 8 ქალია  და 8 მამაკაცი.


„დავამტკიცეთ 16 კანდიდატი, რომლებიც მოიაზრებიან როგორც მაჟორიტარულ, ისე საპარლამენტო სიაში. მათ შორის არის 8 ქალბატონი და 8 მამაკაცი. პარტიის მხრიდან წარდგენები გაგრძელდება. 18 ივლისს ვხსნით საარჩევნო კამპანიას ქუთაისში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება და ჩვენი ამომრჩეველი ძალიან კმაყოფილი იქნება ამ ადამიანების სახელებით და გვარებით", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


ზვიად კვაჭანტირაძე ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას ახალ სახეებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ასეთი სახის განცხადებები მისთვის გაუგებარია.


რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის კრიტიკულ განცხადებას ახალ სახეებთან დაკავშირებით, კვაჭანტირაძის თქმით, ასეთი განცხადებები გაუგებარია.

„არა მგონია, ახალი სახეების წარდგენა იყოს ამ კომენტარების მიზანი. ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ მის განცხადებაზე, თუმცა ვერ მივედით დასკვნამდე, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner