logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ გადააყოლა ქვეყანა თავისი სკამებისთვის ბრძოლას
- +

7 აპრილი. 2021. 02:23

 

„ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში - ამ დროს ოპოზიცია დაკავებულია თავისი სკამებისთვის ბრძოლით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში. პანდემიის გამო  არა მარტო ჯანდაცვის კუთხითაა შექმნილი სერიოზული სირთულეები, არამედ კიდევ უფრო მეტად ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის კუთხით.

ბუნებრივია, ასეთ დროს ყველა საღად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ორიენტირებული ამ პრობლემების გადაჭრაზე. უამრავი სირთულეა, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობასავითაა, როცა ასეთი ეკონომიკური ვარდნა გაქვს  ქვეყანაში, როგორც ომში არის მობილიზებული საზოგადოების მთელი რესურსი, ასეთ შემთხვევაშიც უნდა იყოს მთელი რესურსი მობილიზებული, მათ შორის პოლიტიკური რესურსიც.

ამ დროს ოპოზიცია დაკავებულია თავისი სკამებისთვის ბრძოლით, არ ეყოთ 60 სკამი და უნდათ, გაზარდონ სკამების რაოდენობა. ამ რადიკალურმა ოპოზიციამ გადააყოლა ქვეყანა თავისი სკამებისთვის ბრძოლას, რაც უნდა დასრულდეს.

 

გვიწევს ამდენი დროის დახარჯვა იმაზე, რომ ვიღაცამ სკამებისთვის უნდა იბრძოლოს, რაც მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner