logo_geo
eng_logo
ნინია მაჭარაშვილი: 23 აპრილიდან თბილისი კუალა-ლუმპურისგან მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსს გადმოიბარებს
- +

8 აპრილი. 2021. 01:16

 

 

„ნამდვილად აღსანიშნავი ამბავია, რომ 23 აპრილიდან თბილისი კუალა-ლუმპურისგან გადმოიბარებს მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსს. კუალა-ლუმბური მერვე ცდაზე გახდა მსოფლოს წიგნის დედაქალაქი“, - ამის შესახებ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის პროექტის დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევავსეთ აპლიკაცია, რომელიც საკმაოდ სქელტანიანი იყო. წინასწარ შევათანხმეთ ეს პროექტი ჩვენს პარტნიორებთან. ამის შემდეგ ჩვენ გავიარეთ დისტანციური გასაუბრება და მხოლოდ ამის შემდეგ, 2019 წლის 7 ოქტომბერს გამოაცხადა იუნესკომ, რომ თბილისმა მოიპოვა მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის სტატუსი. იყო ზუსტად 2 კრიტერიუმი: პროექტების მდგრადობა და პროექტების ორიგინალურობა“, - განაცხადა ნინია მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner