logo_geo
eng_logo
ინგა ჩახვაშვილი: გიო ომშიც ხალისით მიდიოდა, გიო ომშიც გიო იყო!
- +

10 აპრილი. 2021. 14:29

 

გიო ხუციშვილის მეგობარი, ინგა ჩახვაშვილი გადაცემა, „ფარული კონვერტის“ სიუჟეტში მას იხსენებს და ამბობს :

 

ზუსტად არ მახსოვს 1992 წლის ან 1993 წლის ზაფხული იყო, მეგობრის სახლიდან გამოვედი და ველოდებოდი ტაქსს, ამ დროს გაჩერდა მანქანა და მეძახის გიო,  „აქ რას აკეთებო?“ , ვუპასუხე რომ სახლში მივდივარ-მეთქი და მიპასუხა: „არ გეწყინოს რა, მე აფხაზეთში მაგვიანდება, აფხაზეთში მივდივარო“. თითქოს უნდა მწყენოდა, მაგრამ რაღაცნაირად გულს უხაროდა რომ აფხაზეთში მიდიოდა და იქ ეჩქარებოდა. აფხაზეთშიც ხალისით მიდიოდა, ომშიც ხალისით მიდიოდა, გიო ომშიც გიო იყო...

 

გადამწვარ სახლებში ომის დროს ფორტეპიანო უპოვნიათ და სროლები რომ შეწყდა გიოს დაუკრავს თავისი მეგობრებისთვის და მტერი გარედან უსმენდა. მტერმა ხომ იცოდა ქართველები სადაც იყვნენ, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა, მუსიკას ვერავინ ვერ ესროლა.“ - ამბობს ინგა ჩახვაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner