logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: საქართველოში პოლიტიკური პარტიები აუცილებელია შეთანხმდნენ და ამისთვის ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ
- +

14 აპრილი. 2021. 21:12

 

„საქართველოს მიმართ ნატოს მხარდაჭერა ძლიერია. ეს არ იცვლება. ჩვენ ვრჩებით ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოსთვის ნატოდან პრაქტიკულ დონეზე დახმარება გაგრძელდება.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნატოში ვიზიტის დროს ხაზი გაესვა ფუნდამენტურად ძლიერ პარტნიორობას საქართველოსა და ნატოს შორის.

ნატოში ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავთ ასპირანტი ქვეყნის წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გამო ნატოს წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულები არიან. საქართველოში პოლიტიკური პარტიები აუცილებელია შეთანხმდნენ და ამისათვის ისინი კომპრომისზე უნდა წავიდნენ.

აუცილებელია საქართველოში რეფორმები გაგრძელდეს.ეს რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს, ქვეყანას, რომელიც მიიწევს ნატოს მომავალი წევრობისკენ და ამას სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა და არა ისეთი პოლარიზებული სისტემა, როგორიც დღეს არის საქართველოში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner