logo_geo
eng_logo
ანდრიუს კუბილიუსი: შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი
- +

19 აპრილი. 2021. 13:17

 

 

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმებისკენ, კომპრომისისა და ხელის მოწერისკენ. შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოლაპარაკებებში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კონსტრუქციულები უნდა იყვნენ.

 

„მე მაქვს იმედი და ველოდები, რომ ამ შემთხვევაშიც მმართველი პარტია პირველ ნაბიჯზე წავა. პოლიტიკა არის კომპრომისი. ევროპული პოლიტიკაც კომპრომისებზეა აწყობილი. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ კომპრომისებზე წასვლა. რაც შეეხება არჩევნების თემას, ეს არის დამოკიდებული ქართველ პოლიტიკოსებსა და მათ შორის შეთანხმებაზე. ეს ქვეყნის შიდა საქმეა. უამრავი მაგალითია ევროპაში, თუ როგორ შეიძლება მისვლა არჩევნებამდე. მე რომ მმართველ პარტიას წარმოვადგენდე, არჩევნებს 2022 წლის ბოლოს ან 2023 წელს გამოვაცხადებდი. საქართველო და მმართველი გუნდი აპირებს 2024 წელს განაცხადის გაკეთებას ევროკავშირის წევრობაზე და ამისათვის საქართველომ უნდა დაამტკიცოს შემდგარი დემოკრატია და შესაძლო 2023 წელი კარგი ვარიანტი იყოს. დიახ, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები. ჩვენ ვართ საქართველოს გვერდით და შეგვიძლია კრიზისის გადაჭრაში დახმარება, მაგრამ გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებმა საქართველოში უნდა მიიღონ. მმართველი პარტია და ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს ყველაფერზე. ეს მათი საქმეა. მელია-რურუას საქმეზეც ვფიქრობ შეიძლება შეთანხმება. ამნისტიის საკითხია წარმოდგენილი. ესეც ერთ-ერთი გზაა. მთავარია კომპრომისი და შეთანხმება, რაც ახლა საქართველოს სჭირდება“, - განაცხადა კუბილიუსმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner