ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის დასაწყისში საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას მიიღებს.
„ძალზე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება შესაძლებელი იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამას მანამდეც მივაღწიოთ. ამას ადასტურებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ევროპარლამენტში, რადგან არსებობს ფართო გაგება და აღიარება იმისა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა პირობა ყოველივე დისკუსიის გარეშე.
ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული, შეასრულოს თავისი დაპირება. თუ დამატებითად გახდა რამე საჭირო, მზად ვარ, ჩემი მხრიდან გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია.
საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღება აქამდე იმის გამო არ მოხდა, რომ ევროკავშირი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რაც გულისხმობს, რომ ევროკომისიას საშუალება ექნება, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანას," - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.