logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთაწმინდის ფერდობზე აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდება
- +

22 აპრილი. 2021. 01:27

 

 

„მთაწმინდის ფერდობი, რომელიც 400 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენი ქალაქისთვის. ეს ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

„არსებული ფიჭვები, რომელიც ამ ფერდობზეა განთავსებული, ძირითადად დაზიანებული და მოსაჭრელია, შესაბამისად, საჭიროებს ჩანაცვლებას. პროექტი უკვე დასრულებულია და აღდგენითი პროცესის სამუშაოები დაწყებულია. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მთლიანობაში რამდენიმე წელი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის მოწესრიგება. ადამიანმა რომ შეხედოს, ჩვეულებრივი თვალითაც ჩანს, თუ როგორ არის გაწითლებული არსებული ფიჭვნარი, რომელიც დაავადებულია და სამწუხაროდ, საჭიროებს მოჭრასა და ჩანაცვლებას. ეს სამუშაოები უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner