ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აქტუალურ „ჩარეცხვის" პერიოდს იხსენებს და იმედს გამოთქვამს, რომ არსებულ ვითარებაში მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორდება.
„რას ვიფიქრებდი, რომ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანის დამოკიდებულებებს ჩემთვის არასაპატივსაცემო ადამიანის დამოკიდებულებებს დავუყენებდი გვერდით, მაგრამ... ბოლო დღეებმა ისევ აქტუალური გახადა "ჩარეცხვის" თემა.
სამწუხაროდ, გვახსოვს "ჩარეცხვის" ძველი მეთოდები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა უარი უთხრა ასაკიან ხალხს საზოგადოებრივი აქტიურობისა და სამსახურის კუთხით, ხოლო ჩვენმა პრემიერმა კი საქართველოში მიღებული განათლების მქონე ადამიანებს.
ძალიან დასანანია ჩემთვის ეს დამოკიდებულებები. სურვილი მაქვს და იმედი, რომ ჩვენი პრემიერი განმარტებებს გააკეთებს და დაგვამშვიდებს, რომ მისი მოწადინებით "ჩარეცხვის" ახალი ტალღა არ დაიწყება, მეორე მხრივ, კი გაითვალისწინებს სამომავლო ქმედებებში."- წერს გამზარდია.