logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი პოტენციალია, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს
- +

5 მაისი. 2021. 22:41

 

 

„შეხვედრები გვქონდა გერმანელ პარლამენტარებთან, ბუნდესტაგის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილესთან. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რეგიონში არსებული ვითარებას და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე“, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის. ძალიან დიდი პოტენციალია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს. ამ შეხვედრებმაც შექმნა დამატებითი საფუძველი კონკრეტულ სფეროებში გვქონდეს შემდგომი წინსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner