logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილი: ნაგვის ყუთი რომ დაახურეს კაცს თავზე და ახლა თვითონ შედიან პარლამენტში, კარგია?
- +

12 მაისი. 2021. 02:50

 

 

„აჭარაში რომ კაცს დახვდნენ - რატომ შეხვედი უზენაეს საბჭიოშიო და ნაგვის ყუთი რომ თავზე დაახურეს, ახლა ხომ თვითონ იძახიან, რომ  პარლამენტში უნდა შევიდეთო. ხომ არიან ღირსები, რომ ხალხი დახვდეთ და ნაგვის ურნები დააფარონ თავზე“, - ამის შესახებ  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ან ევროკავშირი ორი თვეა რომ გეუბნება - გამოდი, გამოდი, გირაოს გიხდიო და არა, არ გამოვალ, არ აგიდგეთ გვერდებიო, ხო მაინც გამოვიდა. არათუ ციხიდან გამოვიდა, პარლამენტში უნდა შევიდეთეო, ახლა მსჯელობა დაიწყეს.

 

ამ მთელმა პროცესმა ხომ აჩვენა, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის მოხდა ზუსტად. ვამბობდით ჩვენ, რომ ყველას შემოსვლა უნდა-თქო? გვლანძღავდნენ ამის გამო და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ? მერე ნაწილ-ნაწილ არ შემოვიდნენ და არ შემოდიან ახლა კიდევ?

 

ოპოზიციაში არის სრული დომხალი და აჯაფსანდალი და მაგ ხალხთან არაფერს აქვს აზრი. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია ვართ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner