logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ე.წ. კრიტიკული მედიის დიდი ნაწილი უვიცი მავნებელია
- +

18 მაისი. 2021. 13:08

 

 

 

 

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გადაცემაში  „პოლიტიკური ინტერვიუ“, დმანისში, გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

 

„დმანისის მოვლენების გაშუქებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ე.წ. კრიტიკული მედიის დიდი ნაწილი უვიცი მავნებელია. ვერ ერკვევა განსაზღვრებებში, ტერმინებში და ძალიან მდაბიოდ შეასრულა „ნაცების“ ბოროტი დაკვეთა – თითქოს იქ ეთნიკური დაპირისპირება ყოფილიყო. ზუსტად აღნიშნა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ ეტიბარ ემინოვმა, რომ ორი მოძმე ხალხის მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებისათვის სიტყვა ტოლერანტობა არაა საკმარისი.

 

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ „უსიამოვნო მოვლენის ეთნიკური ნიშნით კონფრონტაციად მონათვლა არ შეესაბამება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას“. თვით ადგილობრივებიც კი დაუპირისპირდნენ მავნებელი ტელევიზიების ჟურნალისტებს და სამართლიანად დააბრალეს მათ მოვლენათა დამახინჯებულად გაშუქება და გაბუქება.

 

ვხედავთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უკვე მკაფიოდ ხედავს თუ რას ემსახურებიან სააკაშვილის ტელევიზიები – დესტრუქციას, საზოგადოებაში შფოთისა და ნეგატივის უნიჭო შემოტანის მცდელობას. მართალია, ჩვენ, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები ვამხელთ დეზინფორმატორ ე.წ. ჟურნალისტთა ახალ-ახალ ბოროტ ტყუილებს, მაგრამ მათი, როგორც ყალბი ამბების მთხრობელთა იმიჯი უკვე საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული ხალხში“, -  განაცხადა გია აბაშიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner