logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: მეეჭვება, მელიამ სააკაშვილი დაჩრდილოს
- +

18 მაისი. 2021. 15:24

 

 

„სააკაშვილი მელიაზე გაცილებით ქარიზმატულია და თაყვანისმცემელთა სერიოზული არმია ჰყავს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „სავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„გასაგებია, რომ ნიკა მელიას პრეტენზია აქვს, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი იყოს, მაგრამ მეეჭვება, სააკაშვილი დაჩრდილოს. სააკაშვილი მელიაზე გაცილებით ქარიზმატულია და თაყვანისმცემელთა სერიოზული არმია ჰყავს. ნაციონალური სულისკვეთების მქონე პარტიებმა, ვინც უარი თქვა სააკაშვილზე, ყველა 3 პროცენტზე დავიდა. გარდა ამისა, საეჭვოა, გმირის მანტია მოისხას ადამიანმა, რომლის გამოსახსნელი თანხაც ევროპელებმა გადაიხადეს. თვითონ ნიკა მელიას მამამაც აღნიშნა — ევროპის მათხოვრები არ ვართო. თუკი გირაოთი გამოსვლას აპირებდა, შეეკრიბა ან თვითონ დაედო ფული, რა საჭირო იყო ევროპელებისათვის თანხის გადახდევინება?!“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner