logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ვაქცინის მეორე დოზა ყველას ერგება, აცრის გარეშე არავინ დარჩება
- +

22 მაისი. 2021. 00:31

 

 

„ვაქცინის მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

აღნიშნულით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კომენტარს, რომ „პრეტენზიებია იმასთან დაკავშირებით, რომ გამარტივებაა საჭირო რეგისტრაციის პროცესის“.

 

 

„ასტრაზენეკას“ ერთი დოზის აცრიდან მეორე დოზამდე რვა-თორმეტი კვირა სჭირდება. ადამიანს 12 კვირის შემდეგ უნიშნავ დღეს, როდესაც უნდა მივიდეს. მესმის, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ არჩევანის თავისუფლება რატომ უნდა წავართვათ. მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს. მეორე დოზა ყოველთვის არის შენახული. ასე რომ, აცრის გარეშე არავინ დარჩება.

 

ვინაიდან პირველ აცრაზე რეგიონში დაფიქსირდა პირი, ვაიძულო, ისევ ლანჩხუთში წავიდეს, თუ მეორე შემთხვევაში შესაძლებლობა მივცეთ, თბილისში აიცრას. თბილისში ყოველდღიურად ემატება აცრის პუნქტები, კიდევ დაემატება. უფრო მაწუხებს, თბილისელები რომ იკავებენ ადგილებს ვთქვათ, რაიონებში და რაიონებში არ არის ვაქცინაციისთვის მოთხოვნა. სიმართლე გითხრათ, მე ეს მაწუხებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner