logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: შეგვიძლია გამოწვევა გამოვიყენოთ შესაძლებლობად, ზუსტად ასე ვუყურებ ამ მოწვევის პარლამენტს
- +

24 მაისი. 2021. 01:04

 

 

„მონდომება გვაქვს, ენერგია გვაქვს, შემართება გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნაყოფიერი საპარლამენტო მუშაობა იქნება,“ - ამის შესახებ კახა კუჭავამ „ნოესთან“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი გამორჩეულია.

 

„ყველა გამოწვევაში შეგვიძლია მაქსიმუმი მივიღოთ და გამოწვევა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. ზუსტად ასე ვუყურებ ამ მოწვევის პარლამენტს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია ყველა სხვა პარლამენტისგან, იმით თუ როგორ და რამდენი პარტია მოხვდა პარლამენტში. მათ შორის ძალიან ბევრი არის ახალი შექმნილი პარტია. მათთვის ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენონ სრულფასოვნად, ბოლომდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია იყოს საინტერესო დისკუსიები, საინტერესო დებატები“, - განაცხადა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner