logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ერდოღანი პრემიერ-მინისტრის მიმართ უაღრესად პოზიტიურადაა განწყობილი
- +

7 ივნისი. 2021. 17:40

 

 

„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მეორედ იკავებს და, ცხადია, თურქეთის პრეზიდენტს მისი, როგორც პოლიტიკოსისა და პიროვნების შესახებ, სრულყოფილი ინფორმაცია ექნება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

 

„ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთში ასეთი დიდი პატივით რომ დახვდნენ, ეს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან ერთად მისმა პიროვნულმა ფაქტორმაც განაპირობა. საერთოდ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში წესია, რომ სახელმწიფოს პირველ პირებს შესაბამისი უწყებები სრულ დოსიეს უმზადებენ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან იმ ოფიციალური სტუმრის შესახებ, რომელთანაც შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მეორედ იკავებს და, ცხადია, თურქეთის პრეზიდენტს მისი, როგორც პოლიტიკოსისა და პიროვნების შესახებ, სრულყოფილი ინფორმაცია ექნება.

 

მოკლედ, თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის უმაღლესი დონის ვიზიტის ფონზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ერდოღანი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად პრემიერ-მინისტრის მიმართ უაღრესად პოზიტიურად არის განწყობილი“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner