logo_geo
eng_logo
აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა
- +

18 ივლისი. 2016. 18:29


აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რამდენიმესაათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


მამაგეიშვილს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსა.


არჩილ მამაგეიშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. მას დაახლოებით 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. დაჭრილია ასევე თავდამსხმელი, რომელმაც არჩილ მამაგეიშვილს და მის თანმხლებ პირს ცეცხლი გაუხსნა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner