logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღესდღეობით, "ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს
- +

19 ივნისი. 2021. 01:09

 

 

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  დღეს "ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურენტი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე არ ჰყავს.

 

"დღესდღეობით, "ქართულ ოცნებას" სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში 14 პარტია მოხვდა, 9 საარჩევნო სუბიექტი სწორედ იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით დაწესდა 1%-იანი ბარიერი.

იდეა იყო იმაში, რომ ბევრი პარტია ყოფილიყო პარლამენტში და ბევრ პარტიას ჰქონოდა შესაძლებლობა წარმოეჩინა საკუთარი თავი, საკუთარი ინდივიდუალური ნიშანი მოეძებნა ამომრჩევლების თვალში.

სამწუხაროდ, რამდენიმე თვე ამ პარტიებმა არ გამოიყენეს ამისთვის, შედეგი რაც მიიღეს, არის ის, რომ ისინი გაიგივდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ერთ სივრცეში მოექცნენ," - აცხადებს შალვა პუპაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner