logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას
- +

19 ივლისი. 2016. 10:32


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლუბლიანაში, სლოვენიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება, მზად არის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის. აქვე, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაციას არასდროს შეეგუება.



„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მეზობლის მიმართ არის ძალიან ნათელი და მტკიცე. ის მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოკუპაციამ არავის არაფერი მოუტანა, მათ შორის არც რუსეთს, არც ოკუპირებულ რეგიონებს და საქართველოსთვის ეს არის კატასტროფული პრობლემა. ჩვენ ველით იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსები მზად იქნებიან, რაციონალურად, მშვიდად, ყოველგვარი მტრის ხატის შექმნის გარეშე განიხილონ მეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის. ამისთვის მზად უნდა იყვნენ რუსებიც. როგორც კი საქართველოს ოკუპაციის საკითხი გადაწყდება, არ გვაქვს არანაირი, ასე ვთქვათ, უარყოფითი პრეტენზიები რუსეთის მიმართ, არამედ მზად ვართ, ვიყოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთსაც ეს უნდა აწყობდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner