logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: აშშ-მა უკრაინაში 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, ამის შემდეგ მოხდა შემადგენლობიდან ყირიმის გასვლაც
- +

22 ივნისი. 2021. 15:55

 

 

„ევროპამ 2014 წელს უკრაინაში ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ გადატრიალებას დაუჭირა მხარი. რა საჭირო იყო ამის გაკეთება? ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი, იანუკოვიჩი უკვე დათანხმდა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას. რატომ მოაწყო შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო გადატრიალება და ევროპის ქვეყნებმა ამას ნაკლები ენთუზიაზმით დაუჭირეს მხარი, რამაც უკრაინის განხეთქილება და ქვეყნის შემადგენლობიდან ყირიმის გასვლა გამოიწვია?“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმ-რ პუტინი გერმანული „Die Zeit“-სთვის დაწერილ სტატიაში.

 

სტატია ეძღვნება დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წლისთავს.

 

„ვიმედოვნებდით, რომ „ცივი ომის“ დასრულება ევროპისთვის საერთო გამარჯვება იქნებოდა. ისე ჩანდა, რომ, ცოტაც და, შარლ დე გოლის ერთი კონტინენტის ოცნება რეალობად იქცეოდა, თუნდაც არა გეოგრაფიული „ატლანტიკიდან ურალამდე“, არამედ – კულტურული, ცივილიზაციური – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.

 

სწორედ ამ ლოგიკაში – საერთო ღირებულებებსა და ინტერესებში გაერთიანებული დიდი ევროპის მშენებლობის ლოგიკაში ცდილობდა რუსეთი ევროპელებთან ურთიერთობის განვითარებას. ჩვენ და ევროკავშირის მიერ ბევრი რამ გაკეთდა ამ გზაზე.

 

მაგრამ განსხვავებული მიდგომა სჭარბობდა. იგი ემყარებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, რომელიც თავად იყო „ცივი ომის“ რელიქვია. ის შეიქმნა იმ ეპოქის დროების დასაპირისპირებლად.

 

ბლოკის აღმოსავლეთისკენ მოძრაობა, რომელიც, სხვათა შორის, იმით დაიწყო, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ დაითანხმა NATO-ში გაერთიანებული გერმანიის გაწევრიანება, გახდა ევროპაში ურთიერთუნდობლობის სწრაფი ზრდის ძირითადი მიზეზი. ისინი ჩქარობდნენ, სწრაფად დაევიწყებინათ სიტყვები, რომლებიც გაცემული ჰქონდათ, რომ „ეს არ არის მიმართული თქვენ წინააღმდეგ“, რომ „ბლოკის საზღვრები არ მოგიახლოვდებათ“. მაგრამ პრეცედენტი შეიქმნა.

 

1999 წლიდან მოყოლებული, NATO-ს გაფართოების კიდევ ხუთი ტალღა მოჰყვა. ორგანიზაციაში შევიდა 14 ახალი ქვეყანა, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, რამაც, ფაქტობრივად, დაასამარა გამყოფი ხაზების გარეშე კონტინენტის იმედები.

 

ბევრი ქვეყანა ხელოვნური არჩევანის წინაშე დააყენეს – ან იყო კოლექტიურ დასავლეთთან ან რუსეთთან. ფაქტობრივად, ეს ულტიმატუმი იყო. ასეთი აგრესიული პოლიტიკის შედეგები ჩანს 2014 წლის უკრაინის ტრაგედიის მაგალითზე. ევროპამ აქტიურად დაუჭირა მხარი ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ გადატრიალებას უკრაინაში. ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. რა საჭირო იყო ამის გაკეთება? მაშინ მოქმედი პრეზიდენტი, იანუკოვიჩი უკვე დათანხმდა ოპოზიციის ყველა მოთხოვნას. რატომ მოაწყო შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო გადატრიალება და რატომ დაუჭირეს მხარი ნაკლები ენთუზიაზმით ამას ევროპის ქვეყნებმა, რამაც გამოიწვია უკრაინის განხეთქილება და მისი შემადგენლობიდან ყირიმის გასვლა?“ – წერს პუტინი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner