logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის მარიონეტი ტელეარხების ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები აუცილებელია
- +

23 ივნისი. 2021. 13:31

 

„არ მაქვს ილუზია, რომ ნაცტელევიზიების ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენა ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას მოსპობს ან ნაცსექტის ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილს სააკაშვილის მხარდაჭერაზე ხელს ააღებინებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეზინფორმაციული სტრუქტურა და მავნებლური ჭორების ბუდეა, მასთან და სხვა ნაცტელევიზიებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობას მაინც დადებითად შევაფასებდი. სააკაშვილის მარიონეტი ტელეარხების პირდაპირ ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუები აუცილებელია, რათა ნაცსექტამ და მისმა მიმდევრებმა ცოტა ხნით მაინც მოისმინონ რეალური ფაქტები და განსხვავებული მოსაზრებები.

 

სხვა მხრივ ნამდვილად არ მაქვს ილუზია, რომ ნაცტელევიზიების ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოჩენა ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას მოსპობს ან ნაცსექტის ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილს სააკაშვილის მხარდაჭერაზე ხელს ააღებინებს“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner