საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის გადაცემა „არჩევანში" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ცდილობს პროცესის დაძაბვას. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ძალიან აქტიურად შემოაქვს საქართველოში დაბრუნების თემა.
„წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია, და ასეთი პიროვნება დაბრუნებაზე საუბრობს. დაბრუნდება თუ არა, ნაკლებად მაინტერესებს. მაინტერესებს საარჩევნო პროცესი. ის აპრიორი ძაბავს ვითარებას და ცდილობს, რომ ტემპერატურა ასწიოს. ბევრ რამეს ვნახავთ ამის მსგავსს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, თუ კორცხელი დროზე არ იქნება გამოძიებული. ამის გადამწყვეტი არც ერთი პოლიტიკოსი არ არის. ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოვლენ სახლებიდან და ვინმე პოლიტიკოსს ანგარიშს კი არ გაუწევენ, ვინმეს ხმას კი არ აჩუქებენ, მიიღებენ გადწყვეტილებას, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული. მჯერა, რომ ამას ყველა ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.