logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ბურჭულაძე დილეტანტი, არშემდგარი პოლიტიკოსია!
- +

20 ივლისი. 2016. 17:33



„პაატა ბურჭულაძე კვლავ განაგრძობს  საზოგადოების გაოცებას და საკუთარი რეიტინგის დევალვაციას", - ამის შესახებ ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.


„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერის თქმით, ბურჭულაძემ პირველად საზოგადოების გაოცება მაშინ მოახერხა,  როდესაც  პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განაცხადი.


„უნდა ვაღიაროთ, რომ ის საკუთარი ხედვით არის პოლიტიკისთვის მოუმწიფებელი, შეუსაბამო პიროვნება.  დიახ, ის პროფესიონალი ოპერის მომღერალი და მსოფლიო ბანი გახლავთ. მაგრამ ამავდროულად  ის ცალსახად  არის დილეტანტი, არშემდგარი პოლიტიკოსი. ცალკე საუბრის თემაა მისი „საქველმოქმედო" საქმიანობა და ფონდი. ფონდი მართლაც დაეხმარა რამდენიმე ათეულ ადამიანს,  მაგრამ სამწუხაროდ,  შეუძლებელია, მოიპოვო ინფორმაცია, თუ როგორ და რა მიზნებით იხარჯებოდა ფონდში აკუმულირებული თანხა. საზოგადოება მხოლოდ და მხოლოდ ფონდში შესული თანხის მცირე  ნაწილის წარმომავლობაზე და მიზნობრივად გამოყენებაზე ფლობს ინფორმაციას.

 

დღეს ბურჭულაძემ ფოთში მაჟორიტარ კანდიდატად  კოტე კემულარია დაასახელა. რაც  აშკარად ალოგიკურობის პიკი გახლავთ.  დღეს მან მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, უკვე ნათელია, რომ მისი მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის"  გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პარტია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სახელი  პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო მიშასთვის".  ძნელია, პოლიტიკურ პარტიას სერიოზული პრეტენზია გააჩნდეს არჩევნებში, რომელსაც საკუთარი წევრი გაწევრიანებიდან რამდენიმე დღეში ტოვებს, იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ პოლიტიკურად ჩამოყალიბებული ხედვა და მიზნები. აღნიშნული ფაქტიდან კარგად ჩანს, რომ ეს მოძრაობა შექმნილია ერთადერთი მიზნისთვის, როგორმე მოახერხონ და ნაციონალების სასარგებლოდ ხმები წაართვან მმართველ გუნდს.  ეს კი არ მოხდება, რადგან საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ერთმანეთისგან  კარგად არჩევს თეთრს და შავს", - აცხადებს ქადაგიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner