„ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ქუთაისში კობა ნარჩემაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს:
„ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა მარგინალიზაცია მოეხდინა ყველა იმ ძალის მიმართ, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მათთვის საფრთხის შემცველი იყო. წლების განმავლობაში განახორციელეს ინსტიტუციონალიზებული ძალმომრეობა საკუთარ საზოგადოებაზე. ეს იყო სოციოპატიური, საზოგადოების მოძულე და კაცთმოძულე დამოკიდებულება და დღესაც შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.
არ მინდა ამ იწილო- ბიწილოში შევიდე, მაგრამ გამოდის რომ ამ ბნელეთის წარმომადგენლები იყვნენ თვითონ მიხეილ მაჭავარიანი, სააკაშვილი, დავით ბაქრაძე, რომელიც ჩემთან ერთად შევარდნაძის ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა. ისინი შევარდნაძეს გაემიჯნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შევარდნაძისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღეს. მათ გადაწყვიტეს იმაზე უფრო ადრე დაუფლებოდნენ ხელისუფლებას, ვიდრე ამის ჯერ მოვიდოდა."- განაცხადა ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.