ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ნიკას ვენახები ნახეთ? მოისმინეთ როგორ იჩემებს ბიძინა ივანიშვილის აღდგენილ 500 ტაძარს?! უყურეთ როგორი სასტუმრო მოუწყვია ატენის სიონთან ახლოს, მთის ძირში?! ზემოდან ჩამოსულ დათვებთან და "ბელუკებთან" მეგობრობს და არ ბრაზდება მის ბალს რომ შეექცევიან. თითოეულ მტევანს ველოლიავები, აქაურობაზე ვგიჟდებიო.
ერთი მარტივი კითხვა მაქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ გენერალურ დირექტორთან, კულტურული მემკვიდრეობის "მამად" რომ მოაქვს თავი - ბატონო ნიკა, საიდან სახლი, სასტუმრო და ვენახები ატენში? ხელფასის დანაზოგი მოაქუჩეთ თუ როგორ არის საქმე?! კიდევ ერთი კითხვა მაქვს - ატენის სიონს ხარაჩოები მოხსნეს და დაბურღული ადგილები ამოავსეს, თუ ისევ ისეა ყველაფერი მიყრილი, თქვენი დირექტორობის დროს, რომ იყო? ბაგრატზე ლიფტის ჩამონტაჟება, რომ არ დაგცალდათ, ეგ მახსოვს.
დიდი ინტერესით ველოდებოდი "რუსთავი 2"-ზე რეპორტაჟს ნიკას ვენახებიდან. 20 ივლისს 23:40-ზე დაიწყო და თორმეტი სრულდებოდა, რომ დასრულდა."- წერს მიქიაშვილი.