აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას დადებითად აფასებს. აქვე, მან ხაზი გაუსვა თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.
„მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან კარგი კამპანია, გარემო არის ძალიან ცივილიზებული, მიუხედავად იმისა, რომ კამპანია დიდი ხანია დაწყებული არ არის. მოუთმენლად ველოდებით მის გაგრძელებას", - აღნიშნა იან კელიმ.