ლექტორი ზაზა სიამაშვილი მანჩო გიორგობიანის შვილის სანდრო ქოიავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სანდრიკ.... სანდრიკ.... აბა, შენ იცი.... არ შეშინდე... არ შეშინდე, რადგან ცუდ ადგილას არ მიდიხარ.... ეგაა მხოლოდ, ზედმეტად ნაადრევია, თორემ ამ ნაცრისფერ, ამღვრეულ და გიჟ სამყაროს რომ სჯობს ზეციური ბინა, ეს უეჭველია... იქიდან მობრუნებული არავინ მინახავს, ამიტომაც მგონია, რომ იქ უკეთესია.... ძალიან ბევრი შენი თანატოლი იქაა, იქნებ იმათ გვძლიეს და გადაწონეს შენი თავი, ან იქნებ თავად შენ არჩიე აქაურობას.... ტოვებ ოჯახს, ტოვებ შენს და ჩვენს მანჩოს.... შენზე უზომოდ შეშლილ და მოყვარულ ბებია-ბაბუას.... შენი უახლოესი ბიძაშვილიც იქ გელის, ჩვენი სოსიკო.... არ მთავრდება მგზავრობა, ესეც შენი სურვილია... აბა, მაგრად.... „მშვიდობით არა, - ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს!!!!", - წერს ზაზა სიამაშვილი.