logo_geo
eng_logo
გიგი გიგიაძე: დაკავებულ ადამიანებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ
- +

22 ივლისი. 2016. 11:40


 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებული 5 ქართველის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ.



„ჩვენი საელჩო ჩართულია ამ საკითხში. საკონსულოს თანამშრომლები გაემგზავრნენ ადგილზე შემთხვევის პირველივე წუთებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და დაკავებულ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner