არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს. მას საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.
ცეზარ ჩოჩელი 2003-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 2008-2012 წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა გუბერნატორის თანამდებობიდან. მას შემდეგ არის „ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.