თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, გიორგი ხელაია კერძო სექტორში გადავა.
თანამდებობას, სავარაუდოდ, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილიც დატოვებს. მოსულიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად რეორგანიზაციის პროცესი სახელდება.