რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმირის ოლქში მიმდინარე ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას.
სერგეი ლავროვის მტკიცებით, NATO-მ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.
„2008 წელს ბუქარესტში NATO-ს წევრებს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დაკარგა და ცხინვალს დაესხა. თქვენ ნახეთ, რა გამოვიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ NATO-ს მხრიდან წახალისებამ თავისი როლი შეასრულა. იგივე მოხდა უკრაინაშიც", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.