logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: შემოსავლებიც და სესხიც სასურველია იყოს ეროვნულ ვალუტაში
- +

22 ივლისი. 2016. 16:07



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შემოსავლებიც და სესხიც სასურველია იყოს ეროვნულ ვალუტაში.


„ანაბრები მაქვს ლარშიც და დოლარშიც, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს, იმ ვალუტაში, რომელშიც ადრე მქონდა შემოსავალი, ანუ მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში. ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ და შემიძლია გაგიხსნათ ჩემი საბანკო ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარია. შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაშიც, რომელშიც გვაქვს შემოსავალი და ზოგადად საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ყველა ფუნქციას ფულის და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner