23 ივლისს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.