logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი მოსახლეობას „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მასშტაბურ კვლევასა და გეგმას წარუდგენს
- +

23 ივლისი. 2016. 10:37


ხრუშჩოვკების" ურთულესი და უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად ტექნიკური კვლევა და მასშტაბური სამოქმედო გეგმა თითქმის მზად გვაქვს და მისი პრეზენტაცია რამდენიმე დღეში  სამგორში, ღია ცის ქვეშ გაიმართება", -  აღნიშნა სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.


მისივე ინფორმაციით, ეს იქნება საჯარო შეხვედრა, სადაც ადგილობრივები და ყველა დაინტერესებული პირი ე.წ. ხრუშჩოვკებიდან თავის დასაღწევად დეტალურ ინფორმაციას მიიღებს. 



სამგორის მოსახლეობა მათ ძირითად პრობლემად სწორედ ე.წ. ხრუშჩოვკებს ასახელებს და აცხადეს, რომ საკმაოდ სერიოზული საშიშროების წინაშე დგანან.


 უკვე არც ვფიქრობთ, რომ რამე გვეშველება. გაუსაძლის პირობებში ვართ. შიშით ვცხოვრობთ, რომ სახლი არ ჩამოგვენგრეს. ათასობით ოჯახი ამ დღეში ვართ. თუ ჩვენი შველის და გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს და  ხრუშჩოვკებს" თავს დავაღწევთ, ეს ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი იქნება ჩვენთვის", - აცხადებენ ადგილობრივები.



მაჟორიტარობის კანდიდატის ინფორმაციით, თუ პრობლემა დაუყოვნებლივ არ მოგვარდა, 110 000 ადამიანი შესაძლოა ქუჩაში დარჩეს.


ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი რეალურია. პროექტის პრეზენტაციაზე დეტალურად ვისაუბრებ, სად რა პრობლემა, რა საფრთხე არსებობს და როგორ შეიძლება საკითხის მოგვარება. არსებული ვითარება იმდენად რთულია, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ, რომ სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ. არ უნდა დავუშვათ, დაახლოებით 110 000 ადამიანი უსახლკარო გახდეს", -  განაცხადა შიხიაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.



მაჟორიტარობის კანდიდატმა საკრებულოში მისი მუშაობის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ასეთ ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის ბინების დაქირავებისთვის  ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა:


აღნიშნული თანხა ბინების დასაქირავებლად იხარჯებოდა ბიუჯეტიდან. მაშინდელი 4 მილიონი დღეს 7 მილიონს  მიუახლოდა, ცოტა ხანში კი 14 მილიონი გახდება. ხარჯი დაუსრულებლად იზრდება. პრობლემა კი არ გვარდება.  ასე დაუსწრულებლად ვერ გაგრძელდება. ჩვენი მიზიანია, აღნიშნული თანხის განკარგვა უფრო გონივრულად და შედეგიანად  მოხდეს. თუ როგორ, ამას ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პრეზენტაციაზე წარმოვადგენთ", -  განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner