„მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიაში, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად დაშავდნენ და დაიღუპნენ მოქალაქეები.