logo_geo
eng_logo
მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას
- +

23 ივლისი. 2016. 10:20


„მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას", - ნათქვამია განცხადებაში.


გერმანიაში, მიუნხენში, სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად დაშავდნენ და დაიღუპნენ მოქალაქეები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner