„ერთი ორგანიზაციიდან მივიღე შეთავაზება, დამეწერა წიგნი გეის ან ლესბოსელის ცხოვრებაზე, რომელსაც თავად გამოსცემდნენ, გამაყიდინებდნენ, ყველა კონკურსზე იქნებოდა ნომინირებული და ჩენს გაჭირვებასაც მოეღებოდა ბოლო, მაგრამ უარი ვუთხარი...“ - ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი დინა მირცხულავა ჟურნალ „სარკესთან“ აცხადებს.
„არასოდეს დამიწერია რამე შეკვეთით. წარმოუდგენელია, შეკვეთით რაიმე ღირებული დავწერო. იცით, ის ადამიანი, ვინც მართლა გეია თუ ლესბოსელი, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამის პროპაგანდას ეწევიან, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებლები არიან.
2 წელია უკვე, რაც ევროპაში ვცხოვრობ და აქ არ გამიგია, რომ ამათ ვინმე ეპატიჟებოდეს, დიდ შოუში მონაწილეობას სთავაზობდნენ. ეს ადამიანები აქ თავიანთთვის არიან და არავის აწუხებენ. იმ ადამიანებს, ვინც მათ პიარს უწევენ, იდეურად კი არ ესმით მათი, უბრალოდ დიდ თანხებზეა საუბარი. იდეურად რომ სწამდეთ მათ იმის, რასაც ემსახურებიან, ალბათ ზიზღსაც არ გამოიწვევდნენ საზოგადოებაში. არ ვართ ჩვენ ის ერი, ვინც ამას არ განასხვავებდა.
მითხრეს, რომ ჩემს დაწერილს თარგმნიდნენ რამდენიმე ენაზე. ნოველის ჟანრში არა, დიდტანიანი უნდა ყოფილიყო. არც დამჭირვებია დაფიქრება, მყისიერი უარი ვუთხარი, რადგან მე მყავს მკითხველების არმია, რომელსაც მოსწონს ის, რასაც ვწერ. ის კი, რასაც მთავაზობდნენ, იქნებოდა აბსოლუტურად გაუმართლებელი, რადგან სულ სხვა სფეროა და თან ვერ წარმომიდგენია, თუ რაღაც მე არ გადამხდა, როგორ უნდა დავწერო. რაღაც ნაწილი მაინც უნდა მეხებოდეს, რომ მკითხველთან გულწრფელად მივიტანო. აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი, ჩავფლავდებოდი, თან მათი პიარი ჩემს პრინციპებს ძალიან ეწინააღმდეგება“, - განაცხადა დინა მირცხულავამ.