მიუნხენის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, გუშინ სავაჭრო ცენტრთან მომხდარი სროლის ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილების ქონის შემთხვევაში, მასალები სამართალდამცავ ორგანოს მიაწოდოს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, გვიან ღამით, მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „ოლიმპიასთან" უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა, 20-მდე კი დაჭრა. პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი 18 წლის ირანელმა გახსნა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.