logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: სამწუხაროდ, პოლარიზების ხარისხის შემცირება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ აქტორზე, რომელიც თამაშში მონაწილეობს
- +

10 აგვისტო. 2021. 13:59

 

 

„პოლარიზების ხარისხის შემცირება, საზოგადოდ, სამწუხაროდ დამოკიდებული არ არის მხოლოდ ერთ აქტორზე, რომელიც თამაშში მონაწილეობს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ ყველა მონაწილე და აქტორი, რომელიც პროცესში მონაწილეობს, ერთი და იგივე თამაშის წესებზე იყოს შეთანხმებული,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი დებულებები მხედველობაში იქნება მიღებული.

 

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების საკმაოდ დიდი ნაწილი და მათ შორის, ბოლო არჩევნების მიხედვით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ამაზე უარს აცხადებს და პირიქით, სხვა მონაწილეების მხრიდან ამ თამაშის წესებზე შეთანხმებას ბოროტად იყენებს საიმისოდ, რომ ამ თამაშის წესებს დაუპირისპირდეს - ასეთ დროს ეს აუცილებლად მისაღებია. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რა დადებითი მხარეები ჰქონდა 19 აპრილის შეთანხმებას, მისი მთავარი ამოცანა რაც იყო - პოლარიზების ხარისხის შემცირება - დასანანია, რომ ეს რეალურად ვერ განხორციელდა. მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ის მიმართულებები, როგორც გამოკვეთილი პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და უკავშირდება მაგალითად, სასამართლო რეფორმის განხორციელებას, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას და ა.შ. ამ მიმართულებით ეს დებულებები, როგორც პრიორიტეტები, ითქვა კიდეც - შენარჩუნებული იქნება და მხედველობაში აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner