logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ურბანული განახლების პროექტები დავიწყეთ, ჩვენს ულამაზეს, მარგალიტ ქვეყანაში, ყველა მუნიციპალიტეტში მოიძებნება უნიკალური ადგილები, რომლებიც უნდა განვავითაროთ და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ
- +

10 აგვისტო. 2021. 14:37

 

 

„ურბანული განახლების პროექტები დავიწყეთ, ჩვენს ულამაზეს, მარგალიტ ქვეყანაში, ყველა მუნიციპალიტეტში მოიძებნება უნიკალური ადგილები, რომლებიც უნდა განვავითაროთ და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ყველა ქალაქს სჭირდება განახლება. ჩვენ ახლა დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, ყველა ცენტრში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დავამუშაოთ ახალი ტურისტულად მიმზიდველი ადგილები. მით უმეტეს, ჩვენს ულამაზეს, მარგალიტ ქვეყანაში, ყველა მუნიციპალიტეტში მოიძებნება უნიკალური ადგილები, რომლებიც უნდა განვავითაროთ, მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, მეტი დამსვენებელი მოვიყვანოთ, მეტ კერძო სექტორს და ბიზნესმენებს შევუწყოთ ხელი, რომ განავითაროთ საკუთარი ბიზნესი, მთავრობის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა. ეს მთლიანობაში მოგვცემს ჩვენ ეფექტს, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner