logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივასა და „ცესკოს“ მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე კოვიდუსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული
- +

10 აგვისტო. 2021. 14:41

 

 

„მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, თავისუფალი, კონკურენტული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კოვიდის გავრცელებისგან მაქსიმალურად დაცული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე მივესალმებით „ცესკოს“ მზაობას, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე კოვიდუსაფრთხოების სტანდარტები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, მოქალაქეს შეუძლია, შეიტანოს თავისი წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს, პირველ რიგში, გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების განუხრელ დაცვაში გამოიხატება.

 

„რა თქმა უნდა, ამ პირობებში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ცესკოს თანამშრომლების მაქსიმალური ტემპით ვაქცინაცია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner